ფეხბურთი

2:34 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერის“ პრეზიდენტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ინძაგის მომავალზე საუბრობს

„ინტერის“ პრეზიდენტმა ბეპე მაროტამ უპასუხა მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის მომავალთან დაკავშირებულ კითხვას ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-სთან (0:5) გამანადგურებელი მარცხის შემდეგ.

„ეს ნეგატიური საღამო იყო, როდესაც მეტოქემ ყველა ასპექტში გვაჯობა, ჩვენ ქუდს ვიხდით მათ წინაშე. ამან არ უნდა შეცვალოს ჩვენი შეფასება მთელი სეზონის შესახებ, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შესახებ. ეს ცუდი თამაში იყო და ვწუხვართ - განსაკუთრებით აქ მოსული მრავალი გულშემატკივრის წინაშე.

გადაწყვეტილება ინძაგის მომავალზე? შეფასებაში ცვლილება არ არის. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ინძაგის შემდეგ კვირას შევხვდებით. მას კიდევ ერთი წელი აქვს კონტრაქტით გათვალიწინებული და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მან დაამტკიცა, რომ სრულად იმსახურებს აქ ყოფნას. ჩვენი მიღწევების უმეტესობა მისი დამსახურებაა“, - ციტირებს მაროტას სიტყვებს Football Italia.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169876
სარეკლამო ადგილი - 99
X x X