ფეხბურთი

3:14 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგი: "სეზონი უტიტულოდ დავასრულეთ, მაგრამ ამ ბიჭების შრომით ვამაყობ"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (0:5) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მიუხედავად ასეთი ფინალისა, ამაყობს თავისი გუნდით და ჩატარებული სეზონით.

„ვფიქრობ, „პარი სენ-ჟერმენმა“ თასის და ამ მატჩის მოგება დაიმსახურა. დიდი იმედგაცრუება და სიმწარეა, თუმცა, ბიჭებმა შესანიშნავი გზა გაიარეს. ვამაყობ, რომ მათი მწვრთნელი ვარ. თამაში ცუდად დავიწყეთ, პსჟ უკეთესი იყო და მეტოქის დამსახურება უნდა ვაღიაროთ. მიუხედავად ამისა, ბიჭებს მადლობას ვუხდი ამ სეზონისთვის.

ვიცით, რომ დამარცხებები გაძლიერებს, დღეს სტამბოლის ფინალივით მტკივნეულია წაგება. ტექნიკურად კარგად არ ვითამაშეთ, მეორე ბურთზე ისინი ყოველთვის პირველები იყვნენ. დამარცხებას ვიმსახურებდით.

ძალიან დიდი იმედგაცრუებაა და ახლა მომავალზე ვერ ვისაუბრებ. 13 ივლისიდან მოყოლებული, წინა 58 თამაშში ყველაფერი გავიღეთ, რაც შეგვეძლო. როგორც ადრე ვთქვი, შეგვიძლია ნულ ტიტულზე ვისაუბროთ, მაგრამ პატივი უნდა მივაგოთ ამ ბიჭებს, რომლებმაც მოედანზე ყველაფერი გაიღეს.

არ ვიცი ვიქნები თუ არა, მსოფლიოს ჩემპიონატზე „ინტერში“, არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ, აქ თავაზიანობისა და თქვენდამი პატივისცემის გამო ვარ. ეს მარცხი ძალიან მწყინს, თუმცა ვიცი, რომ მარცხი გვაძლიერებს: სტამბოლში წავაგეთ და შემდეგ სკუდეტო მოვიგეთ. არსებობს სიმწარე, თავი მაღლა უნდა ავწიოთ, რადგან ვიცით, რომ დღეს უფრო ძლიერ გუნდს შევხვდით“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ ამ სეზონში ყველა ტიტულს უმიზნებდა, მაგრამ საბოლოოდ, ტიტულის გარეშე დარჩა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩემპიონთა თასის.ლიგის ფინალი გუნდმა ხუთბურთიანი სხვაობით წააგო.

0.09416