„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, პსჟ-მ დაამტკიცა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი დაბალი დონის არ არის და მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს.
„5:0, წარმოუდგენელია, ეს სიზმარია. საფრანგეთის დროშას ვიცავთ, ფრანგული კლუბი ვართ, ამას ვიმსახურებთ. საფრანგეთში ბევრი დიდი კლუბია, ყველა აკრიტიკებს საფრანგეთის ჩემპიონატს და ამბობს, რომ ხარისხი არ გვაქვს, მაგრამ დღეს ვაჩვენეთ, რომ შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს.
მიზანი? გამარჯვებისთვის, 14-წლიანი შრომა დაგვჭირდა, ფინალში მეორე ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავდა, ჩვენ მომავლისთვის რაღაცას ვაშენებთ. მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო სპორტული დირექტორი გვყავს, შესანიშნავი კლუბი ვართ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო.