ფეხბურთი

13:55 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრედლი ბარკოლა: "ვიტირებდი, მაგრამ ცრემლები არ მეყოფა"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ბრედლი ბარკოლამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან“ გამარჯვების (5:0) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ბავშვობის ოცნება აიხდინა და ამ ტიტულის მოგება პსჟ-ში საოცარი განცდაა:

„ეს წარმოუდგენელია. კლუბი დიდი ხანია ამ თასს ესწრაფვის და წელს ჩვენ მისი მოგება საუკეთესო გზით მოვახერხეთ. მხოლოდ ბედნიერები შეგვიძლია ვიყოთ. ჯერ ვერ ვხვდები, რა გავაკეთეთ, ეს რაღაც არაჩვეულებრივია. ტირილი რომ შემეძლოს, ვიტირებდი, მაგრამ ცრემლები არ მყოფნის. ეს ბავშვობის ოცნებაა: ასეთ დიდ კლუბთან ერთად მისი მოგება ნამდვილად წარმოუდგენელია“, - თქვა ბარკოლამ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168337