ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ თავის ყოფილ კლუბს, „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა.
მან განსაკუთრებით უსმან დემბელე გამოარჩია და თქვა, რომ მისი თამაშის ყურება სიამოვნებაა:
„ვულოცავ პსჟ-ს, რომელიც ჩემპიონი გახდა. ვულოცავ ნასერ ალ-ხელაიფის, ლუის ენრიკეს, ჩვენს კაპიტანს, მარკინიოსს, ბერალდოს და ყველა ფეხბურთელს. დემბელეს საუკეთესო ფეხბურთის ყურება სიამოვნებაა. გოლები, საგოლე პასები, დამანგრეველი დრიბლინგები. ვულოცავ ყველა პარიზელს, ვისაც ეს კლუბი უყვარს“, - დაწერა რონალდინიომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. რონალდინიო პსჟ-ში 2001-2003 წლებში თამაშობდა.