„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ „ინტერთან“ გამარჯვების (5:0) და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ისაუბრა.
მან გაიხსენა ის პერიოდი, როცა პსჟ პლეი-ოფში ვერ გადიოდა და ახლოს იყო, ასპარეზობა ფაზის ეტაპზე დაესრულებინა:
“თითქმის გავვარდით ჩემპიონთა ლიგიდან ფაზის ეტაპზე, მაგრამ შემდეგ მოვახერხეთ რეაგირება და იქიდან დავიწყეთ, ახლა კი ყველაფრით ვტკბებით, რადგან არაჩვეულებრივი სეზონი გვქონდა.
„მწვრთნელი ყველა თამაშში თავისუფლებას გვაძლევს ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს მისი ფილოსოფიაა და მოედანზე სიმშვიდე ჩანდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალს არ ჰგავდა. ვიცი, რამდენი მონდომება ჩადეს „ინტერის“ ფეხბურთელებმა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ თამაშის მართვა, მოედანზე ბევრი მოძრაობა იყო და ვფიქრობ, ეს ძალიან დაგვეხმარა.
ევროპის ჩემპიონატის მოგება თუ ეს? ევროპის ჩემპიონატზე მთელი ქვეყანა შენთანაა. სხვაა, როცა მთელ ქვეყანას წარმოადგენ, რადგან დაძაბულობა კიდევ უფრო მაღალია. გარდა ამისა, ყველა ფინალი განსხვავებულია.
კონტრაქტი? არ ვიცი, ამ დღეებში ვნახავთ, ახლა ეროვნულ ნაკრებში მივდივარ, რადგან იქ ორი მნიშვნელოვანი მატჩისთვის კონცენტრირებული უნდა მოვემზადო“, - თქვა დონარუმამ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო.