ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“ ტრიუმფის შემდეგ პარიზის ქუჩებში ზეიმი დაიწყო, რომელიც მალევე ქაოსსა და არეულობაში გადაიზარდა.
გულშემატკივართა ნაწილმა ყველაფერი ბარბაროსულ გამოსვლებში გადაზარდა და ქალაქის ქუჩებში მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიცია ფანებს დაუპირისპირდა, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
როგორც ფრანგული მედია წერს, ამ დროისთვის 80-ზე მეტია ადამიანია დაკავებული. აღსანიშნავია, რომ პარიზში პსჟ-ს მატჩის შემდეგ არეულობა აქამდეც არაერთხელ ყოფილა.