ფეხბურთი

15:50 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

7 ტურნირი, 260 ფინალი და პირველი შემთხვევა: "ინტერის" ისტორიული ანტირეკორდი

„ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-სთან მარცხით (0:5) ანტირეკორდი დაამყარა, თავის მხრივ, პსჟ-მ რეკორდი.

ჩემპიონთა თასის/ლიგის, ევროპა ლიგის, კონფერენს ლიგის, ევროპის ჩემპიონატის, მსოფლიოს ჩემპიონატის, ლიბერტადორესის თასის და კოპა ამერიკის ტურნირებზე 260 ფინალი ჩატარებულა და ასეთი დიდი ანგარიშით არავის წაუგია: „ინტერი“ პირველია, რომელმაც ხუთბურთიანი სხვაობით დათმო ფინალი.

შესაბამისად, საპირისპირო ითქმის „პარი სენ-ჟერმენზე“, რომელიც პირველია, ვინც ასეთი სხვაობით გაიმარჯვა ზემოხსენებული ტურნირების ისტორიაში ფინალურ დაპირისპირებაში.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო, ხოლო ტიტული ხვიჩა კვარაცხელიამაც მოიპოვა, რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.158319