კალათბურთი

14:47 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

25-წლიანი პაუზის შემდეგ "ინდიანა" სუპერფინალშია

„ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულია და სუპერფინალში ითამაშებს. „პეისერსმა“ სერიის მეექვსე მატჩი „ნიუ იორკ ნიქსს“ საკუთარ მოედანზე 125:108 მოუგო და სერიაში 4:2 გაიმარჯვა.

მატჩში გარდამტეხი მესამე პერიოდი იყო, რომელიც „ინდიანამ“ 11 ქულით მოიგო და მეტოქეს მიახლოების საშუალება არ მისცა. უნდა აღნიშნოს, რომ მასპინძლებმა სტუმრებს ოთხივე პერიოდში აჯობეს, თუმცა მესამეში განსაკუთრებით.

„ინდიანას“ პასკალ სიაკამმა ულიდერა 31 ქულით, 5 მოხსნით და 3 პასით, ხოლო „ნიუ იორკში“ ოგუგუა ანუნობი (24 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი) და კარლ- ენტონი თაუნსი (22 ქულა, 14 მოხსნა) იყვნენ გამორჩეულები.

„ინდიანა“ სუპერფინალში 25-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა, სადაც „ოკლაჰომა სიტის“ დაუპირისპირდება. სერიის პირველი მატჩი ოკლაჰომაში 6 ივნისს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093405