ფეხბურთი

15:30 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ორი გარდაცვლილი: ქაოსი და მსხვერპლი პარიზში

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო შემდეგ პარიზის ქუჩები ქაოსმა მოიცვა. გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს.

პარიზში ბარბაროსული ბრძოლები გაიმართა, ფანებსა და პოლიციას შორის. ამ დროისთვის 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, რაც ყველაზე ცუდია - მსხვერპლიცაა: ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ქალს, რომელიც სკუტერით მოძრაობდა, მანქანა დაეჯახა, ხოლო 17 წლის ბიჭი დანით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერი“ 5:0 გაანადგურა და ეს ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163855
სარეკლამო ადგილი - 99
X x X