ფეხბურთი

17:00 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრატეზი ინძაგის: "მოედანზე რატომ არ შემიშვი?"

„ინტერის“ ფეხბურთელ დავიდე ფრატეზისა და მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მცირე დაპირისპირება მოხდა.

იტალიელი ნახევარმცველი მთელი თამაშის განმავლობაში სათადარიგო სკამზე დარჩა, რის გამოც მან მწვრთნელს ახსნა-განმარტებები მოსთხოვა და ჰკითხა: „რატომ არ შემიშვი მოედანზე?“

შელაპარაკება დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ შეიძლება ამან ფეხბურთელის მომავალზე გავლენა იქონიოს და ზაფხულში კლუბის დატოვება გადაწყვიტოს. ფრატეზი ისედაც არ იყო ძალიან ბედნიერი, რომ მხოლოდ შეცვლებზე უწევს თამაში, მაგრამ ფინალში ამის შესაძლებლობაც არ მისცემია.

მიმდინარე სეზონში დავიდე ფრატეზიმ 7 გოლი გაიტანა, მათ შორის, გადამწყვეტი გოლები მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ და ნახევარფინალში „ბარსელონასთან“.

0.097284