ფეხბურთი

18:07 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ სიგუას "ბაზელმა" შვეიცარიის თასი მოიგო

„ბაზელმა“ სეზონი დუბლით დაასრულა და ჩემპიონატის შემდეგ შვეიცარიის თასიც მოიგო. ფინალში გაბრიელ სიგუას გუნდმა ქვედალიგელი „ბიელი“ 4:1 გაანადგურა.

ქართველ ნახევარმცველს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო. სიგუა ხვალიდან ავსტრიაში გადაინაცვლებს, სადაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება.

გაბრიელ სიგუამ ამ სეზონში მხოლოდ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. „ბაზელის“ რიგებში ის შვეიცარიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168707