ფეხბურთი

19:21 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" 70 მილიონად ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვულვზიდან“ თავდამსხმელი, მათეუშ კუნია დაიმატა. ინგლისურმა კლუბმა 26 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადა.

კუნიამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.

მათეუშ კუნია „ვულვზში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 92 მატჩში 33 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „სიონის“, „ლაიფციგის“, „ჰერტას“ და „ატლეტიკოს“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168798