ფეხბურთი

20:59 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი მოდის, კელეჰერი მიდის: "ლივერპულის" სათადარიგო მეკარემ ახალი გუნდი იპოვა

„ლივერპულის“ მეკარე კუივინ კელეჰერი კარიერას „ბრენტფორდში“ გააგრძელებს, ყველაფერი გადაწყვეტილია, მალე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

კელეჰერის სანაცვლოდ „ლივერპული“ 18 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს, ხოლო „ბრენტფორდის“ მეკარე მარკ ფლეკენი „ლევერკუზენს“ 10 მილიონ ევროდ შეუერთდება.

კელეჰერმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება გუნდში მეორე მეკარის როლით, რასაც ისიც დაემატა, რომ კლუბმა გიორგი მამარდაშვილი დაიმატა, შესაბამისად, მისთვის „ლივერპულში“ ადგილი აღარ დარჩა.

ასე რომ, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ზაფხულიდან „ლივერპულის“ მთავარი მეკარის სტატუსისთვის ალისონ ბეკერი და გიორგი მამარდაშვილი იბრძოლებენ, რადგან როგორც ჩანს, კლუბი ბრაზილიელის გაშვებას არ აპირებს და არც ალისონს სურს კლუბის დატოვება.

კელეჰერი „ლივერპულში“ 2019 წლიდან ირიცხება და მას შემდეგ 67 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092157