ფეხბურთი

21:29 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს პრეზიდენტი: "წუხელ თასთან ერთად მეძინა, ეს გამარჯვება საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანი იყო"

„პარი სენ-ჟერმენი“ მიუნხენიდან პარიზში დაბრუნდა, სადაც ზეიმია და საჩემპიონო აღლუმიც იმართება.

პსჟ-ს ფეხბურთელები საფრანგეთის პრეზიდენტსაც შეხვდნენ, ხოლო პარიზული გუნდის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ფრანგულ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

„გუშინ ღამით ძალიან ბედნიერი ვიყავი, ძალიან ამაყი. დაუჯერებელია, რაც პარიზის მოსახლეობისთვის გავაკეთეთ. ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ, 14 წელი, აქამდე მოსვლა ადვილი არ ყოფილა, ეს რაღაც დიდებულია, მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია ამის გაკეთებს. ეს სეზონი მართლაც განსაკუთრებულ იყო. ადრე რომ მოგვეგო, შესაძლოა, ასე არ ყოფილიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო პარიზისთვის, საფრანგეთისთვის. მხოლოდ პსჟ-ს არ ეხება საქმე, არამედ საფრანგეთსაც. ჩვენს მაისურზე ფრანგული დროშაა, ამით ვამაყობთ.

გუშინ თასთან ერთად მეძინა. მეგონა, რომ სიზმარი იყო და როცა გამეღვიძა, ჩემს თავს ვუთხარი: არა სიმართლეა. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფრანგული ფეხბურთისთვის, რომელსაც ყველა აკრიტიკებს. საუკეთესო ჩემპიონატი გვაქვს, საუკეთესო პრეზიდენტი გვყავს ლიგის, ვენსან ლაბრუნი, რომელსაც ყველა აკრიტიკებდა, მაგრამ ის ჩვენთან ერთად მუშაობდა. გამარჯვება კვლავ გვინდა“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099266