ზინედინ ზიდანს „ალ-ჰილალი“ იწვევდა, რომელიც ერთწლიან კონტრაქტში 100 მილიონ ევროს სთავაზობდა.
როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, ფრანგ სპეციალისტს არაბული კლუბისგან ფინანსურად ზღაპრული შეთავაზება ჰქონდა, რომელიც „ზიზუმ“ უარით გაისტუმრა.
ზიდანი 2021 წლის შემდეგ აღარ მუშაობს მწვრთნელად, როცა მადრიდის „რეალი“ დატოვა. როგორც ამბობენ, ის საფრანგეთის ნაკრებში ელოდება ადგილის გამოთავისუფლებას.
თავის მხრივ, „ალ-ჰილალი“ ახლა მწვრთნელს ეძებს და ზიდანის უარის შემდეგ შეთავაზება სიმონე ინძაგის გაუკეთა, რომელიც გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.