ფეხბურთი

9:52 | 2.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

იოზუა კიმიხი: "რონალდუს წინაშე ქედს ვიხრი, ასეთი რამ ხშირად არ ხდება"

გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა იოზუა კიმიხმა პორტუგალიის ნაკრებთან გასამართი ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ kicker-თან ისაუბრა, სადაც კომენტარი კრიშტიანუ რონალდუზე გააკეთა.

"რონალდუ 20 წელზე მეტია რაც ასეთ დონეზე თამაშობს, მისი ჯანმრთელობა და კონდიციები ამ ასაკშიც გასაოცარია. მის წინაშე ქედს ვიხრი, რადგან ასეთი რამ ხშირად არ ხდება. მასთან ერთად მსგავსი რამ მხოლოდ ლიონელ მესიმ გააკეთა." - თქვა კიმიხმა.

იოზუა კიმიხი გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით მე-100 მატჩს ჩაატარებს, თავის მხრივ კრიშტიანუ რონალდუც გამოძახებულია პორტუგალიის ნაკრებში და ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის 4 ივნისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.086572