ფეხბურთი

11:50 | 2.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: "ხვიჩა კვარაცხელია ფინალში საუკეთესო იყო, ის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატია"

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ქართველზე ისაუბრა. სიომინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი შეაფასა და განაცხადა, რომ ხვიჩა მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და ოქროს ბურთის მოგების კანდიდატია.

"ძალიან იშვიათია ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ სეზონში 4 ტიტული მოიგეს. ხვიჩამ სერია A, ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ეს გასაოცარია. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ნახევარმცველია, რომელიც სამუშაოს დაცვაშიც იდეალურად ასრულებს და ამასთან ერთად ბევრი გოლის გატანა მოახერხა. კვარაცხელია სექტემბერში ოქროს ბურთის მოგების კანდიდატია." განაცხადა სიომინმა სპორტულ რადიოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, იური სიომინი და ხვიჩა კვარაცხელია ერთად "ლოკომოტივში" იყვნენ, თუმცა მოსკოველებმა ქართველი ფეხბურთელი მალევე "რუბინში" გაასხვისეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო ყველა ტურნირზე 25 თამაშში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090712