UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას გასამართ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. სომეხი მებრძოლის თქმით, ოლივეირა საჩუქარი არავისთვისაა და მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაგახრჩოს ან დაგანოკაუტოს.
"ვფიქრობ ილია თოფურიას ოლივეირასთან მარტივი გასეირნება არ ექნება, რადგან ბრაზილიელი საჩუქარი არავისთვისაა, მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაგახრჩოს ან დაგანოკაუტოს. ილიას მსუბუქ დივიზიონში ძალიან კარგი შანსები აქვს, ის ძალიან ახალგაზრდა და საკუთარ ძალებში დარწმუნებული მებრძოლია. ყველაფრის მიუხედავად მგონია, რომ თოფურია ოლივეირას დაამარცხებს. ქართველ მებრძოლს საუკეთესო კრივი აქვს, თუმცა არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ მახაჩევი მას გაექცა, რადგან ვფიქრობ, რომ ჯეკ დელა მადალენა მისთვის უფრო რთული მოწინააღმდეგეა." - განაცხადა ცარუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ორთაბრძოლა 27 ივნისს UFC 317-ზე გაიმართება.
ცნობისთვის, არმან ცარუკიანმა 2024 წლის აპრილში ჩარლზ ოლივეირა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.