„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა ბრუნო ფერნანდეშმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს, კონკრეტულად კი "ალ-ჰილალში".
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით, ფერნანდეშის აგენტი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც ნაყოფიერი მოლაპარაკებები ჰქონდა "ალ-ჰილალის" წარმომადგენლებთან. არაბული კლუბი მზად არის გადაიხადოს ნებისმიერი თანხა, თუ პორტუგალიელი ფეხბურთელი მათთან თამაშს დათანხმდება. წყაროს თქმით, ახლა ყველაფერი თავად ბრუნოზეა დამოკიდებული და ყველაფერი ამ კვირაში გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდეში „მანჩესტერის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს. მან 2024-2025 წლების სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 57 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 19 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.