სხვა

17:07 | 2.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

რომან დოლიძეს მომდევნო მეტოქე ენტონი ერნანდესი იქნება

UFC-ის საშუალო წონის მებრძოლი რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება, ქართველი მებრძოლი 9 აგვისტოს (საქართველოს დროით 10 აგვისტო) ლას ვეგასში UFC Fight Night-ზე იბრძოლებს, მისი მეტოქე ამერიკელი ენტონი ერნანდესი იქნება.

როგორც ცნობილი ხდება, დოლიძისა და ერნანდესის ბრძოლა საღამოს მთავარი მოვლენა იქნება. ენტონი ერნანდესი რეიტინგში მე-9 ადგილზე იმყოფება, ამერიკელ მებრძოლს UFC-ში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა, მისი MMA-ს რეკორდი 19 გამარჯვება და 2 მარცხია.

რაც შეეხება რომან დოლიძეს, ქართველმა ბოლო ბრძოლა მარტში გამართა, სადაც ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების გადაწყვეტილებით მარვინ ვეტორი დაამარცხა და იტალიელს რევანში აუღო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.079727