მადრიდის „ატლეტიკომ“ ანტუან გრიზმანთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანურ გუნდთან ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
გრიზმანი „ატლეტიკოს“ „სოსიედადიდან“ 2014 წელს შეუერთდა და 2019 წელს „ბარსელონაში“ გადავიდა, თუმცა ორი წლის შემდეგ ისევ მადრიდულ გუნდში დაბრუნდა. „როხიბლანკოს“ მაისურით გრიზმანს დღემდე ჩატარებულ 442 მატჩში 197 აქვს გატანილი.