ფეხბურთი

19:06 | 2.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: "კონტეს ვიცნობ, არ მგონია, შუა სეზონში კვარას დაკარგვა მოსწონებოდა"

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლუის ენრიკე ბოლომდე თავისი იდეების ერთგული დარჩა, რამაც გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა.

დეშამმა ასევე ისაუბრა „იუვენტუსში“ შესაძლო დაბრუნებასა და ანტონიო კონტეზე, რომელსაც კარგად იცნობს.

„ბრძოლა არ ყოფილა, პსჟ-მ დასაწყისიდან ბოლომდე აჯობა. შესაძლოა, „ინტერს“ სკუდეტოსთვის ბოლომდე ბრძოლისა და ლაუტაროს მსგავსი ფეხბურთელის არასასურველ ფორმაში ყოფნის შემდეგ, მცირე მენტალური და ფიზიკური ენერგია ჰქონდა. ეს ასევე ლუის ენრიკეს გამარჯვებაა, რომელიც თავისი იდეების ერთგული დარჩა. პსჟ შთამბეჭდავია, მაგრამ ნოემბერში ჩემპიონთა ლიგას თითქმის გამოთიშული იყო. მბაპეს გარეშე გამარჯვება? შეიძლება მოხდეს, კილიანმა უკვე ბევრი მოიგო. ის ლიდერი და ჩვენი კაპიტანია, მისი სეზონი პოზიტიური იყო.

„იუვენტუსი“? ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გუნდი რთულ სიტუაციაში ჩავიბარე და 2007 წელს წავედი, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს სწორი იყო, მაგრამ უკან რომ ვიხედები, „იუვეს“ დატოვება სწორი ნაბიჯი არ იყო. ახლა იქ ტუდორი მუშაობს, ჩემი ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც ხშირად ვესაუბრები. არ ვიცი ნაკრების შემდეგ რას გავაკეთებ, ყველაფერი შესაძლებელია.

კონტე? სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად სკუდეტოს მოგება ადვილი არ არის. მას ვიცნობ და არ მგონია, რომ მოსწონებოდა ის ფაქტი, რომ სეზონის შუაში კვარაცხელია წაართვეს. არ გვისაუბრია, მაგრამ სკუდეტოს მოგებას ვულოცავ“, - აღნიშნა დეშამმა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099166