ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის მეოთხედფინალში ითამაშებს. სერბმა ჩოგბურთელმა კამერონ ნორი ძალიან ადვილად, სამ სეტში დაამარცხა.
სამივე სეტში ნოლეს უპირატესობა უდიდესი იყო, მეტოქეს სულ 7 გეიმი დაუთმო და მარტივად, 6:2, 6:3, 6:2 გაიმართა. მატჩი მხოლოდ ორ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.
ჯოკოვიჩმა 4 ეისი მიითვალა, 3 ორმაგი და 28 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ნორიმ 2 ეისის საპასუხოდ, 1 ორმაგი და 32 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, მატჩი 3 ივნისსა დაგეგმილი.