ფეხბურთი

23:00 | 2.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩების წინ კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის შეკრების მესამე ვარჯიში გამართა. სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

2 ივნისს, ეროვნულ გუნდს გიორგი გულიაშვილი და საბა ლობჟანიძე შეუერთდნენ. ტრავმის გამო, ივნისის ამხანაგურ მატჩებისთვის მზადებას გიორგი ზარია გამოაკლდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა)

მცველები: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი)

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), გიორგი გაგუა (ისტრა, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არისი, კვიპროსი)

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე" ფარერების ნაკრებს, ხოლო 8 ივნისს, ქუთაისში, კაბო-ვერდეს გაეჯიბრება. ორივე მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09685