ბაჩანა არაბულის „უნირეამ“ რუმინეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში „ვოლუნტარი“ დაამარცხა და ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.
პირველი მატჩი „უნირეას“ სტუმრად 1:2 ჰქონდა წაგებული, ხოლო შინ 1:0 მოიგო. ეს გოლი არაბულმა გაიტანა, მატჩის 41-ე წუთზე და შემდეგ არაფერი შეცვლილა. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც „უნირეამ“ 4:3 მოუგო. არაბულმა სერიაში პენალტი ზუსტად შეასრულა.
31 წლის ფორვარდი „უნირეას“ ზამთარში შეუერთდა და 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა. „უნირეა“ მომდევნო სეზონშიც რუმინეთის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს.