ჩოგბურთი

10:26 | 3.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

იანიკ სინერმა „როლან გაროსზე“ ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა

მსოფლიოს მე-15 ჩოგანი რუსი ჩოგბურთელი ანდრეი რუბლიოვი 2025 წლის საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში ვერ გავიდა. მეოთხე რაუნდში ის მსოფლიოს პირველ ჩოგან იტალიელ იანიკ სინერთან დამარცხდა ანგარიშით 1:6, 3:6, 4:6.

მატჩი ორ საათს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში რუბლიოვმა შვიდი ეისი მოაწოდა, ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და სამი ბრეიქ-პოინტიდან ვერცერთი გამოიყენა. სინერს ხუთი ეისი ჰქონდა, არც ერთი ორმაგი შეცდომა და შვიდი ბრეიქ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა.

იანიკ სინერი 2025 წლის „როლან გაროსის“ ნახევარფინალში გასასვლელისთვის მსოფლიოს 62-ე ჩოგანს, ყაზახ ალექსანდრ ბუბლიკს დაუპირისპირდება.

„როლან გაროსი“ 2025 25 მაისიდან 8 ივნისამდე იმართება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ესპანელი კარლოს ალკარასია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096683