ფეხბურთი

11:08 | 3.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხოსეპ გვარდიოლა: „გაკვირვებული ვარ, რომ „მანჩესტერ სიტი“ იამალით არ არის დაინტერესებული“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას შეედარებინა „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი ლიონელ მესისთან, ლამინის ხელფასის გაზრდის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.

„თუ მას იმდენს უხდიან, რამდენსაც ამბობთ, მაშინ ის ამას იმსახურებს, ალბათ, სწორი ადამიანებით არის გარშემორტყმული. ამან მესიზე საერთოდ არ იმოქმედა - ის მოედანზე ნამდვილი მხეცი იყო.

გაკვირვებული ვარ, რომ „მანჩესტერ სიტი“ იამალით არ არის დაინტერესებული. ის ძალიან ძლიერია და ეს აშკარად გამოჩნდა „ინტერთან“ მატჩში. როგორც ფლიკმა თქვა, მას მუშაობა სჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ „ბარსა“ მას დაეხმარება. ერთი რამ ცხადია - ის საუკეთესო პოზიციაზეა. როგორც „ბარსას“ გულშემატკივარი, ძალიან ბედნიერი ვარ მისი კლუბში მოსვლით“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sport.es.

2024/2025 წლების სეზონში იამალმა ყველა ტურნირზე 55 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 18 ბურთი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090976