ფეხბურთი

11:49 | 3.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ გულშემატკივართაგან ავტოავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 109-მდე გაიზარდა

მერსისაიდის ოლქის პოლიციამ თავის ოფიციალურ ვებსაიტზე განაცხადა, რომ ლივერპულში გულშემატკივრებთან ავტოავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 109-მდე გაიზარდა.

დეპარტამენტის ცნობით, ოთხი მათგანი საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.

ინციდენტი 26 მაისის საღამოს მოხდა, პრემიერლიგაში „ლივერპულის“ გამარჯვების აღნიშვნის დროს. გამომძიებლების თქმით, 53 წლის ბრიტანელი განზრახ შევარდა ხალხში. იგი დააკავეს, მოგვიანებით კი პროკურატურამ ბრალი წაუყენა განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებისა და მანქანის სახიფათო მართვისთვის.

სამართალდამცავმა ორგანოებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი ინციდენტს ტერორისტულ თავდასხმად არ მიიჩნევენ. გამოძიება გრძელდება, პოლიცია თვითმხილველებს კითხავს.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096765