ფეხბურთი

12:16 | 3.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ რაფაელ ლეაუს ფასი დაადგინა — „ბაიერნი“ თავდამსხმელით დაინტერესდა

„მილანმა“ გადაწყვიტა თანხის ოდენობა, რომლის სანაცვლოდაც მზად არიან თავდამსხმელი რაფაელ ლეაუ გაუშვან.

როგორც Bild იტყობინება Kicker-ზე დაყრდნობით, „ბაიერნს“ 25 წლის პორტუგალიელის შეძენა სურს. გასულ კვირას მიუნხენური კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტებს შეხვდნენ. თავად ფეხბურთელი, წყაროების ცნობით, ბუნდესლიგაში თანახმაა.

„მილანი“ ლიდერს 130 მილიონ ევროდ აფასებს, გამოსასყიდი პუნქტი კი 175 მილიონი ევროა. შესაძლებელია, რომ მოლაპარაკებების დროს ფასი შემცირდეს.

აღნიშნულია, რომ „მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გუნდის აშენებას ლეაუს გათვალისწინებით გეგმავს.

ამ სეზონში ლეაუმ ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090298