ფეხბურთი

13:39 | 3.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და სხვა კლუბები აკვირდებიან დონარუმას მოლაპარაკებებს პსჟ-სთან ახალი კონტრაქტის თაობაზე

„ბაიერნი“, მადრიდის „რეალი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ აკვირდებიან მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას მოლაპარაკებების მიმდინარეობას პსჟ-სთან ახალი კონტრაქტის თაობაზე. ამის შესახებ ცნობილმა ჟურნალისტმა ჟოზეუე კასემ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.

დონარუმა პსჟ-ში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. იტალიელი მეკარის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. ავტორიტეტული ინტერნეტ პორტალი Transfermarkt 26 წლის მეკარის საბაზრო ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს.

ახლახან დასრულებულ სეზონში ჯანლუიჯიმ ყველა ტურნირში 40 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაუშვა. იტალიელმა 12-ჯერ შეინახა კარი ხელშეუხებლად.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.057878