La Repubblica-ს ცნობით, მადრიდის „რეალისა“ ხორვატიის ნაკრების 39 წლის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს.
ხორვატი დათანხმდა ტრანსფერს და „როსონერისთან“ კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნულია, რომ მოდრიჩი ბავშვობიდან „წითელ-შავების“ გულშემატკივარია.
მოდრიჩის კონტრაქტი „რეალთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება. ამრიგად, შესაძლებელი იქნება 39 წლის ფეხბურთელის თავისუფალი აგენტის სტატუსით უფასოდ დაქირავება.
მოდრიჩი „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში ნახევარმცველმა გუნდთან ერთად 28 ტიტული მოიგო, მათ შორის ექვსი ჩემპიონთა ლიგის თასი. გუნდის შემადგენლობაში 590 მატჩში ლუკამ 43 ბურთი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა შეასრულა.