ესპანელი ფეხბურთელი მარკ კუკურელია მეგრულთან მიმსგავსებული გვარისა და სახალისო გარეგნობის გამო საქართველოში ფეხბურთთან მწყრალად მყოფმა ხალხმაც კი იცის. არადა, ეს კაცი პირად ცხოვრებაში სულაც არაა ეპატაჟური და ისეთი კარგი მამისა და მეოჯახის სახელი აქვს დაგდებული - თქვენი მოწონებული.
ფეხბურთელის ცოლი, კლაუდია როდრიგესი ხელობით დიზაინერია, თუმცა იმის გამო, რომ ძირითადად კუკურელიების გვარის გამრავლებითაა დაკავებული, დიდი ხანია თავის სფეროში მოღვაწეობას ვერ ახერხებს და თავად ზრდის ორ ვაჟსა და ერთ ქალიშვილს, რომლებიც მამასავით ცქვიტები, ცელქები და სირბილ-ტანტალის მოყვარულები არიან.
მაშინ როდესაც ნაკრებსა თუ კლუბებში მარკის თანაგუნელები მარტის კატებივით ღამ-ღამობით სტრიპტიზ-ბარებში, ღამის კლუბებსა და სხვა საეჭვო დაწესებულებებში დაძვრებოდნენ ლამაზმანთა „მოსაჩანგლად“, ეს თმაბუჩქა კაცი ცოლს ეხმარებოდა ბავშვების ჭამასა და პამპერსის გამოცვლაში. ნათქვამიცა აქვს - კაცმა ბალღის მარტო გაკეთება კი არა, გაზრდა და აღზრდაც უნდა იცოდესო!