ფეხბურთი

17:05 | 3.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"გრანადას" გიორგი წიტაიშვილის შენარჩუნება სურს

ესპანურ „გრანადაში“ გიორგი წიტაიშვილის შენარჩუნება სურთ. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ქართველი ნახევარმცველი კლუბის სამომავლო გეგმებში შედის.

წიტაიშვილმა 2024-2025 წლების სეზონი „გრანადაში“ კიევის „დინამოდან“ იჯარით გაატარა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა თავის შესაძლებლობებში დაარწმუნა. ახლა „გრანადას“ მიზანია „დინამოსთან“ შეძლოს მოლაპარაკება იჯარის განახლებაზე ან გამოსყიდვაზე.

თავის მხრივ, ფეხბურთელის სურვილიც ესპანეთში დარჩენა უნდა იყოს, რადგან გიორგიმ მართლაც კარგი სეზონი ჩაატარა, განსაკუთრებით, მისი მეორე ნაწილი. მომდევნო კვირებში კლუბებს შორის კონტაქტი შედგება, იმის გასარკვევად, შესაძლებელი იქნება თუ არა, ტრანსფერზე შეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა ლა ლიგა 2-ის 2024-2025 წლების სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091581