ფეხბურთი

18:57 | 3.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყდა: სიმონე ინძაგი "ინტერს" ტოვებს და საუდის არაბეთში იმუშავებს

სიმონე ინძაგის „ინტერს“ ტოვებს. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, გამოცდილმა სპეციალისტმა გადაწყვეტილება მიიღო.

ინძაგის „ინტერთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ კლუბს აცნობა, რომ მიდის. ის კარიერას „ალ-ჰილალში“ გააგრძელებს, საიდანაც ძალიან სარფიანი შეთავაზება მიიღო და კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს, ხოლო სეზონში 25 მილიონ ევროს, პლუს ბონუსებს მიიღებს.

სიმონეს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ჩემპიონთა ლიგის ფინალმაც იქონია, რომელიც „ინტერმა“ პსჟ-სთან 0:5 წააგო.

სიმონე ინძაგი „ინტერში“ 2021 წლიდან მუშაობდა, გუნდს 6 ტიტული მოაგებინა: ერთხელ სკუდეტო, ორჯერ იტალიის თასი და სამჯერ იტალიის სუპერთასი, გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, მაგრამ ორჯერვე მარცხი განიცადა.

„ინტერს“ ინძაგის შემცვლელის სწრაფად მოძებნა მოუწევს, რადგან 11 ივნისს, ამერიკაში მიფრინავს მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ. მილანელთა პირველი არჩევანი სესკ ფაბრეგასია, რომელსაც „კომოსთან“ კონტრაქტი აკავშირებს, ხოლო ესპანელის ალტერნატივად რობერტო დე ძერბი სახელდება, რომელიც ასევე დასაქმებულია - „მარსელში“.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090757