„ლივერპულის“ მეკარე კუივინ კელეჰერი კარიერას „ბრენტფორდში“ გააგრძელებს, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
კელეჰერის სანაცვლოდ „ლივერპულმა“ 18 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო, ხოლო „ბრენტფორდის“ მეკარე მარკ ფლეკენი „ლევერკუზენს“ 10 მილიონ ევროდ შეუერთდება.
კელეჰერმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება გუნდში მეორე მეკარის როლით, რასაც ისიც დაემატა, რომ კლუბმა გიორგი მამარდაშვილი დაიმატა, შესაბამისად, მისთვის „ლივერპულში“ ადგილი აღარ დარჩა.
ასე რომ, ზაფხულიდან „ლივერპულის“ მთავარი მეკარის სტატუსისთვის ალისონ ბეკერი და გიორგი მამარდაშვილი იბრძოლებენ, რადგან როგორც ჩანს, კლუბი ბრაზილიელის გაშვებას არ აპირებს და არც ალისონს სურს კლუბის დატოვება.
კელეჰერი „ლივერპულში“ 2019 წლიდან ირიცხებოდა და 67 მატჩში მიიღო მონაწილეობა.