ფეხბურთი

19:34 | 3.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებში დავით ვოლკოვი გამოიძახეს

აზერბაიჯანული „ზირას“ თავდამსხმელი დავით ვოლკოვი ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.

ვოლკოვი არ იყო თავდაპირველ სიაში, მაგრამ რადგან ვილი სანიოლის გუნდს შემტევები, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ზარია ტრავმების გამო გამოაკლდნენ, შემცვლელად ვოლკოვი გამოიძახა.

30 წლის ფორვარდს საქართველოს ნაკრებში ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლის გატანაც მოახერხა. აზერბაიჯანის ჩემპიონატის აწ დასრულებულ სეზონში კი, 32 თამაშში თავი 11 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095832