ლევერკუზენის „ბაიერმა“ „ბრენტფორდიდან“ ნიდერლანდელი მეკარე მარკ ფლეკენი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ფლეკენის შეძენა „ფარმაცევტებს“ 10 მილიონი ევრო დაუჯდათ. მარკს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც ინგლისში გადასვლამდე „ფრაიბურგის“ ღირსებას იცავდა.
2023 წლიდან ის „ბრენტფორდის“ კარს იცავდა, სადაც 77 მატჩში მიიღო მონაწილეობა.