„მილანის“ მეკარე მაიკ მენიო შესაძლოა ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, ფრანგ მეკარესთან ინგლისურ კლუბს მოლაპარაკებები დაწყებული აქვს.
შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ „როსონერიში“ მისი შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყეს. მილანელთა მთავარი არჩევანი „ტორინოს“ მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩია, მაგრამ სიაში ასევე ჰყავთ მარკო კარნეზეკი (ატალანტა) და მილე სვილარი (რომა).
მაიკ მენიო „მილანს“ 2021 წელს „ლილიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ იტალიური კლუბის მაისურით 163 მატჩი ჩაატარა.