საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე შეკრებასა და მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებზე კომენტარი გააკეთა:
"თავს კარგად ვგრძნობ. სეზონის ბოლოა, მაგრამ სანაკრებო შეკრებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. განწყობა ძალიან კარგია. ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის და ვეცდებით, რომ წარმატებულად დავასრულოთ ეს შეკრება.
ველოდებით, რომ როგორც ქუთაისში, ისე დინამო არენაზე ბევრი მაყურებელი იქნება. გვჭირდება მათი გულშემატკივრობა და ჩვენც ვეცდებით, რომ მოგებათა სერია გავაგრძელოთ“, - თქვა გულიაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე" ფარერების ნაკრებს, ხოლო 8 ივნისს, ქუთაისში, კაბო-ვერდეს გაეჯიბრება. ორივე მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.