ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ბრაზილიაში მეტსახელი შეარქვეს - კარლინიო, რაც ძალიან მოსწონს:
„მეტსახელად კარლინიო შემარქვეს და ეს მომწონს. ახლა კიდევ ერთი თავგადასავალი იწყება, დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასევე დიდი ბედნიერებაა ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობა. დიდი სიყვარულით მიმიღეს, იმედი მაქვს, გუნდს კარგად მოვამზადებ და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით. პორტუგალიური ენის შესწავლა მომიწევს, როგორც ფრანგულის, ინგლისურის, ესპანურის შესწავლა მომიწია. ის ფაქტი, რომ პორტუგალიურს იგივე გრამატიკა აქვს, დამეხმარება. გამარჯვება წარმავალი მომენტია, ზეიმობ და წინ იყურები. დამარცხება იგივეა: იმედგაცრუებაა, სევდაა, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს წინსვლის შესაძლებლობას. ყველაფერს ჩემთვის ვინახავ, გამარჯვებებსაც და დამარცხებებსაც. დამარცხებები გაუმჯობესების შესაძლებლობას გაძლევს“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს 5 ივნისს, სტუმრად ეკვადორის ნაკრებთან გამართავს.