ფეხბურთი

2:15 | 4.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენს" უკრაინელი მცველის დამატება სურს

„პარი სენ-ჟერმენს“ უკრაინის ნაკრებისა და „ბორნმუთის“ ცენტრალური მცველის, ილია ზაბარნის დამატება სურს.

როგორც RMC Sport-ი იტყობინება, ფრანგული კლუბი 22 წლის ფეხბურთელით სერიოზულადაა დაინტერესებული და დიდი შანსია, რომ ის გაიფორმოს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე კლუბებისთვის სატრანსფერო ფანჯარა უკვე გახსნილია, შესაბამისად, პსჟ-ს შეუძლია ახალი ფეხბურთელების დამატება.

ილია ზაბარნიმ კარიერა კიევის „დინამოში“ დაიწყო, საიდანაც 2022 წელს „ბორნმუთში“ გადავიდა, რომლის მაისურით დღემდე 86 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091977