„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ბრუნო ფერნანდეშმა განაცხადა, რომ „ალ-ჰილალში“ გადასვლას არ აპირებს.
როგორც პორტუგალიელმა აღნიშნა, ფული არ სჭირდება და ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამაში სურს.
„შესაძლებლობა იყო, პრეზიდენტმა დამირეკა და მკითხა, მინდოდა, თუ არა, იქ წასვლა. ისინი მელოდებოდნენ. მწვრთნელ ამორიმს ვესაუბრე, მან მთხოვა, არ წავსულიყავი. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემი გაყიდვა არ სურს, მათ ფული არ სჭირდებათ და არც მე. წასვლა რომ მინდოდეს, ისინიც დაფიქრდებოდნენ.
„ალ-ჰილალი“ ჩემ მიმართ ძალიან თავაზიანი იყო, ჩემს აგენტს ესაუბრნენ, შემდეგ მე ჩემს მეუღლეს ვესაუბრე. მან მკითხა, რა გინდა გააკეთო? ის ყოველთვის მხარს უჭერს ჩემს გადაწყვეტილებებს. ჩემთვის იქ გადასვლა ადვილი იქნებოდა, პორტუგალიელი ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთაც ძალიან კარგად ვიცნობ. თუმცა, მინდა, უმაღლეს დონეზე ვითამაშო და მნიშვნელოვანი ტიტულებისთვის ვიბრძოლო, ამის გაკეთება შემიძლია, ფეხბურთით გატაცებული ვარ“, - თქვა ბრუნომ.
შეგახსენებთ, რომ ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერში“ 2020 წლიდან თამაშობს და დღემდე 290 მატჩში 98 გოლი გაიტანა.