ფეხბურთი

2:30 | 4.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს პრეზიდენტი: "ლიგა 1 პრემიერლიგის, ლა ლიგის და სერია A-ს დონეზეა"
"ამ წარმატებამდე გუნდური მუშაობით მივედით"

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მიიჩნევს, რომ ყველა ფრანგული კლუბი უნდა გაერთიანდეს, რადგან მისი გუნდის წარმატება მთლიანად ფრანგული ფეხბურთისაა.

როგორც ალ-ხელაიფიმ აღნიშნა, ლიგა 1 დღეს პრემიერლიგის, ლა ლიგისა და სერია A-ს დონეზეა:

„ყველამ შეიტანა წვლილი პსჟ-ს წარმატებაში. მადლობა ყველას აქ ყოფნისთვის. ბევრი ვიშრომეთ ამ თასის მოსაგებად. მთელი ფრანგული საფეხბურთო ოჯახი მუშაობდა მის მოსაგებად და არა მხოლოდ პსჟ. წარმოვადგენთ და ვიცავთ ფრანგულ კლუბებს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მესმის, რომ უეფა „ბრესტს“ ულოცავს ბრწყინვალე ევროპულ სეზონს, ვამაყობ. როდესაც ვხედავ, რომ „ლიონი“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გადის, ვამაყობ. როდესაც ვხედავ, რომ „ლილი“ ამარცხებს „რეალს“ ან „მონაკო“ „ბარსელონას“, ვამაყობ, ეს მთელი ფრანგული ფეხბურთის წარმატებაა.

ამ თასის მოგებისთვის მუშაობაზე თავი არასდროს დაგვინებებია. მოვიგეთ შესანიშნავი მწვრთნელის, შესანიშნავი სპორტული დირექტორის, შესანიშნავი ფეხბურთელების წყალობით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ვიცოდით, როგორ გვეთამაშა. გუნდურად. ეს არის ჩვენი გამარჯვების მიზეზი. თუ გვინდა მიზნების მიღწევა, უნდა დავივიწყოთ პოლიტიკა, გვერდზე გადავდოთ ეგოები და ერთად ვიმუშაოთ, რათა ყველამ, ლიგამ, სპორტის სამინისტრომ, მთელმა ფრანგულმა ფეხბურთმა მიაღწიოს თავის მიზნებს. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბებს, რომლებიც დათანხმდნენ ჩვენი მატჩების გადადებას, რათა თავიდან აგვეცილებინა სამ დღეში ერთხელ თამაში. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ლაბრუნს, რომელსაც ბევრს აკრიტიკებდნენ, მაგრამ დიდი დამსახურება აქვს ამ წარმატებაში, რადგან ყოველთვის იცავდა ჩემპიონთა ლიგაზე ჩართულ ფრანგულ კლუბებს, ის ყოველთვის იცავდა ფრანგული ფეხბურთის ინტერესებს. თქვენ ჩვენთან ერთად იყავით, ყველა ფრანგულ კლუბთან ერთად, არა მარტო პსჟ-სთან, მის გარეშე ამ თასს ვერ მოვიგებდით.

ასევე, მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ვთქვა: დავივიწყოთ ეგოები, მოდი, ახალი თავი გავხსნათ, ახალი გვერდი ფრანგული ფეხბურთისთვის. ვესაუბრე პრემიერლიგის, სერია A-ს, ლა ლიგის, ბუნდესლიგის ბევრ ფეხბურთელს, ჩვენი ჩემპიონატი იმავე დონეზეა, ფრანგულმა კლუბებმა დაამარცხეს „რეალი“, „ბარსელონა“, „ლივერპული“, სიტი“, რას ნიშნავს ეს? ჩვენი ჩემპიონატი პრემიერლიგის, ლა ლიგის და სერია A-ს დონეზეა“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" სეზონში ტრებლი შეასრულა, ხოლო 10 დღეში უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098005