ფეხბურთი

10:45 | 4.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფედერიკო კიეზა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა

"ლივერპულის" იტალიელი ფეხბურთელი ფედერიკო კიეზა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს, რასთანაც იტალიური გამოცემების ინფორმაციით ახლოსაა.

იტალიური გამოცემების მტკიცებით 27 წლის კიეზასა და "მილანს" შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და დიდია შანსი, რომ იტალიელი სერია A-ში დაბრუნდეს. footmercato-ს ინფორმაციით, კიეზას დამატება თავად "მილანის" ახალი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის სურვილია, რომელთან ერთადაც "იუვენტუსში" მუშაობდა და ფეხბურთელს კარგად იცნობს.

თავის მხრივ, "ლივერპულის" დატოვება თავად კიეზასაც სურს, რომელიც მისი სიტუაციით უკმაყოფილოა, რადგან 2024-2025 წლების სეზონში იტალიელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირის გათვალისწინებით მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ კიეზა "მერსესაიდულ" კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 10-15 მილიონის ფარგლებში მერყეობს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088719