სულ უფრო ნაკლები დრო რჩება მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის საჩემპიონო ბრძოლამდე, რომელიც 7 ივნისს (საქართველოს დროით 8 ივნისი) გაიმართება.
შონ ო'მალიმ გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია თუ როგორ ემზადება საჩემპიონო ორთაბრძოლისთვის. ერთ-ერთ მომენტში კი, ჩანს, რომ ყოფილი ჩემპიონი მოტივაციის მიზნით კონორ მაკგრეგორისა და ნეით დიაზის რემატჩის ვიდეოს უყურებს, სადაც ირლანდიელმა მებრძოლმა პირველი ბრძოლის წაგების შემდეგ რევანში აიღო და დიაზი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
აღნიშნული ვიდეო კონორ მაკგრეგორმა საკუთარი X-ის გვერძე გააზიარა წარწერით: "მოუთმენლად ველოდები ამ ბრძოლას".
შონ ო'მალის იმედი აქვს, რომ მაკგრეგორის მსგავსად მერაბ დვალიშვილს რეამტჩში დაამარცხებს და საჩემპიონო ქამარს დაიბრუნებს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერ მსუბუქი დივიზიონის ქამარი გასულ წელს დაისაკუთრა. ქართველმა "მანქანამ" ქამარი სწორედ ო'მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.