საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი სამწვრთნელო კარიერას თურქეთში, კონკრეტულად კი "ანადოლუ ეფესში" გააგრძელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას თურქული გამოცემა Buzz Sport- ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და კონტრაქტის მიხედვით 53 წლის სერბი სპეციალისტი თურქულ კლუბს მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაწვრთნის.
შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრები 2028 წელს ჩაიბარა და 7 წლის განმავლობაში წვრთნიდა. სერბი სპეციალისტს საქართველოს გარდა: სერბეთისა და სლოვენიის ნაკრებებში, "ფენერბაჰჩეში" და NBA-ში "ფინიქს სანში" უმუშავია.