"მილანის" ნიდერლანდელი ნახევარმცველი ტიჯანი რეინდერსი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "სიტის" ხელმძღვანელობა იტალიელების მოთხოვნას დათანხმდნენ და ნიდერლანდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მზად არიან 70 მილიონი გადაიხადონ. კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერ ჯერობით უცნობია, თუმცა რომანოს თქმით, ტრანსფერი რამდენიმე დღეში გაოფიციალურება.
შეგახსენებთ, რომ რეინდერსი "მილანის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს.26 წლის ნიდერლანდელმა 2024-2025 წლების სეზონში 54 მატჩი ჩაატარა და 15 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.