ფეხბურთი

15:15 | 4.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ძმის კვალდაკვალ, ჯობ ბელინგემი "დორტმუნდში" ითამაშებს

"სანდერლენდის" 19 წლის ნახევარმცველი ჯობ ბელინგემი კარიერას "დორტმუნდის ბორუსიაში" გააგრძელებს.აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რომანოს თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება ყველა დეტალზე მიღწეულია და უმცროსი ბელინგემი გერმანულ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ჯობ ბელინგემს გასაოცარი სეზონი ჰქონდა "სანდერლენდში", რომელიც პრემიერლიგაში დაბრუნდა. უმცროსი ბელინგემი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ჩემპიონშიფის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებაც მიიღო.

ჯობი უფროსი ძმის კვალს მიყვება, მის მსგავსად "დორტმუნდის ბორუსიაში" ითამაშებს. ამ ფაქტს ისიც ემატება, რომ სანამ ჯუდი გერმანიაში წავიდოდა სათამაშოდ, მისით "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო დაინტერესებული, ისტორია ახლაც მეორდება, რადგან "წითელი ეშმაკები" ჯობის მიმართაც დიდ ინტერესს იჩენდნენ.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087334