UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია მსუბუქ დივიზიონში საჩემპიონო ორთაბრძოლისთვის მზადებას განაგრძობს. "ელ მატადორის" მოწინააღმდეგე ჩარლზ ოლივეირა იქნება.
ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეო გაავრცელა, სადაც თოფურიამ გულშემატკივარს ჩარლზ ოლივეირასთან გამარჯვების მეთოდის არჩევას სთხოვს - "რომელი გირჩევნიათ? საბმიშენით მოვიგო თუ ნოკაუტით?"
ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გულშემატკივართა უმეტესობა ილიას საბმიშენით გამარჯვებას ითხოვს, რადგან მათ ილიას კრივი კარგად იციან, ახლა კი მისი შესაძლებლობების ნახვა ჭიდაობაში და მიწაზე სურთ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარი თავისი სურვილით დათმო და ზედა წონაში გადაინაცვლა, სადაც საჩემპიონო ბრძოლას 28 ივნისს UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს.